მხარეთმცოდნეობის კლუბი სამანი თბილის 1 საჯარო სკოლაში დაფუძნდა 2006 წლის 19 მაისს.მისი ჩამოყალიბების იდეა ეკუთვნის პირველი საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგესა და ფიზიკის მასწავლებელს - მაია აფხაიძეს.
კლუბის დაფუძნებას წინ უძღოდა კოორდინატორტა არაერთი შეხვედრა, რომლებზეც განიხილებოდა მრავალი საორგანიზაციო საკითხი, სამომავლო სამუშაო გეგმები, პიტენციურ თანამშრომელთა ვინაობა, შინაგანაწესი, წევრად გახდომის პირობები, პირველი შესასწავლი ობიექტის განსაზღვრის საკუთხი და მრავალი სხვა.
კლუბის ოფიციალურ დაფუძნებას ესწრებოდნენ პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ქ-ნი ლელა წიქარიშვილი, სკოლის VIII- და IX-კლასელები და ამავე სკოლის რამდენიმე მასწავლებელი.
კლუბის მესვეურებმა წარმოადგინეს სლაიდ შოუ მიმართულებათა კონცეფციების წარმოჩენის მიზნით. მისწავლეებს მიეცათ საშუალება, თავად აერჩიათ როგორც შიდაგანაწესის პუნქტები, ისე – ჩამოეყალიბებინათ საკუთარი შეხედულებები კლუბის მუშაობასთან დაკავშირებით.
კენჭისყრის შედეგად ბავშვები დანაწილდნენ ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი განისაზღვრა 10-12 წევრით. არჩევა არ შემდგარა ინტერესთა გათვალისწინებით, რადგან მომავალში იგეგმება ჯგუფებში მოსწავლეთა პერიოდული მონაცვლეობა. წევრებს დაევალათ კლუბის ლოგოსა და დევიზის მოფიქრება. დაინიშნა შეხვედრის თარიღიც. პირველ სამუშაო შეხვედრებზე განიზაღვრა დავალებები, უკვე მომდევნო შეხვედრებზე მოეწყო მინი პრეზენტაციები ჯგუფის წევრებს შორის. კლუბის დაფუძნება სკოლაში