კლუბის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე გასვლითი ღონისძიება, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სიმონ ჯანაშიას სახელობის თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში, თბილისის ბოტანიკურ ბაღში და ა.შ.
4 ივნისს მოეწყო ლაშქრობა არმაზზე, რადგან სწორედ იგი აირჩა პირველ შესასწავლ ობიექტად. ლაშქრობა დამღლელი, მაგრამ მეტად საინტერესო გამოდგა. უშუალოდ ვნახეთ ის ადგილი, რომელსაც აქამდე მხოლოდ ტექსტებიდან ვიცნობდით.
შემდეგ ეპატზე მოხდა მოპოვებული ცოდნის შეჯერება, სტატიებად ჩამოყალიბება, ვებ გვერდის შექმნა, ელექტრონული ჟურნალისთვის მასალის შეკრება და დაწყო ზრუნვა პრეზენტაციაზე.